კურდღლის ბაჭია
ყურცქვიტა კურდღლის ბაჭიავ, ჩუმად, რომ დაიარები თუ კი სტაფილოს დაეძებ ნუ მორცხვობ, დაგეხმარებით. ამ სიკეთისთვის ბავშვებო, ბოსტანს არ გავეკარები, სხვაგან ვიპოვი მე სარჩოს და ტყისკენ გავემართები. ნუ შეგვიშინდი, კურდღელო, ჩვენი ვალია მოგხედოთ, არ გაგიმტყუნებთ იმედებს სხვის ყანას აღარ მოედო. და ამ ნათქვამმა ყურცქვიტა გაახალისა ნამდვილად, ბავშვებთან ახლოს დაჯდა და ყურები მშვიდად დაუშვა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი