სკოლისაკენ


სკოლისაკენ მიდის ანი,
სურს რომ გახდეს ხუთოსანი,
იცის კითხვა, იცის წერა,
ხატვაც იცის და სიმღერაც.

ანი ციცქნა გოგონაა
კოპწია და მხიარული,
კარგი ქცევით ცდილობს მუდამ
გაახაროს დედის გული.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი