ნუციკო და მარიკო


ნუციკო: მარი, მარი, მარიკო.
მარიკო: რაო, ნუცი, რა იყო?
ნუციკო: მსურს თოჯინას ჩავაცვა,
დამეხმარე დაიკო.

მარიკო: ლურჯი კაბა ჩააცვი,
ლურჯი უფრო უხდება.
ნუციკო: რა ვქნა თუ დაიწუნა,
ძალზე შემიწუხდება.

მარიკო: აბა, თვითონ ჩაიცვას,
ჩვენ რად უნდა ვაწვალოთ...
მერე ერთად დავჯდეთ და
წერა-კითხვა ვასწავლოთ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი