ნაკადული
ტყე და მინდვრებს გარს რომ უვლის, არის ციცქნა ნაკადული. დღე და ღამე სიარულით, არვის ახსოვს დაქანცული. დამზრალ მიწას მოჰბანს წყლულებს, კაცს და ნადირს დაარწყულებს. ბალახი და ყვავილები სიცხის გამო თუ კვნესიან, მათკენ გარბის ნაკადული, გაჭირვების ტალკვესია.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი