ხე და ზამთარი


სოფლად უკვე აცივდა,

ბუხარი თუ გვიშველის,

ხეს ფოთლები დასცვივდა,

ზამთარს ხვდება შიშველი.

ცაზე მზეც ვერ ჩაუქობს,

თითქოს გახდა ავადა,

ამხელა ხეს რა ვუყო,

ნეტავ, რაღა ჩავაცვა?.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი