სხივი და წყარო


თავს დასცქერის ცა კრიალა,

ირგვლივ ველთა ნოხებია;

გვირილებს და ყოჩივარდებს,

სხივი ყელზე მოხვევია.

წყაროს წყალი ბუტბუტებს და

მწვანე ფოთლებს ჩუმად სტუმრობს...

მთიდან ჩამოტანილ ამბებს,

უჩურჩულებს საიდუმლოდ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი