სიხარული გამეფდა


მზე იღვრება მიწაზე,

სიო ცეკვავს მინაზე;

მოვარდება აპრილი,

თოთო მარტის ჯინაზე.

გულმხურვალე პლანეტამ,

ველი მოახავერდა;

აჟღურტულდნენ ჩიტები,

სიხარული გამეფდა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი