მთა და ღრუბელი


ღრუბლით გადაფარულა
ამაყი მთა ცამდე;
მზის სხივები ეფერება
ნისლის გაქრობამდე.

ნაკადულის ჩხრიალი
არემარეს იპყრობს,
ყვავილები მზის სხივებს
საალერსოდ იხმობს.

მწვანე ფერი ედება
კორდებსა და ველებს,
მთა კი საიდუმლოს
ანდობს მხოლოდ ჯიხვებს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი