მამალი


,,წუხელ ღამე იმ მამალმა
ყივილით, რომ გაათია.
არ იცის, რომ დილის მაცნე
მაღვიძარა საათია?

ახლა ყივილს ვინღა უსმენს,
ნუთუ ვერ გრძნობს, სულ სხვა დროა?
მისი ჟამი წასულა და
აწ არასდროს აღარ მოვა!".

ნუნუკელას სყვედურმა
მამალი კი შეაწუხა,
მაგრამ წყენა დამალა და
დამშვიდებით უპასუხა:

მე დაქოქვა არ მჭირდება
და არც დენით გამოკვება,
ჩემს თავს რკინა, რომ არჩიე
მაოცებს და გული მწყდება.

ვარ ცოცოხალი მაღვიძარა
და ბუნება მომიწოდებს.
ღმერთმა ნუ ქნას ქვეყანაზე
ჩემი ხმა რომ არ ისმოდეს.

რაც არ უნდა ყვავილებით
მოიქარგოს მთა და ბარი,
სად მამალი არა ყივის
იქ, სიცოცხლე აღარ არის.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი