კურდღელი


ჩვენს ბოსტანში საიდანღაც
შემოსულა კურდღელი,
სულ რომ არაფერი მკითხა
უნდა იყოს უზრდელი.

აქეთ ეცა, იქით ეცა
სტაფილოს და კომბოსტოს,
ზედ ეტყობა მათი გემო
ძალიანაც რომ მოსწონს.

სტაფილო რომ წაათრია
შიშნარევი იერით.
მაშინ მივხვდი ბაჭიები
ჰყავდა სადღაც მშიერი.

ახლა უკვე აღარ მინდა,
რომ ვუწოდო უზრდელი,
ანდა როგორ უნდა გძულდეს
დედა, შვილზე მზრუნველი?!.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი