ჩვენი თავი ჩვენვე დავკარგეთ
სხვებს ნუ ვაბრალებთ, ჩვენი თავი ჩვენვე დავკარგეთ, როცა ერთმანეთს დავუმალეთ, მცირე ამბები, როცა პირველად გავიხედეთ კედლის საათზე, სახეშემუჭვნით დავუთვალეთ მერე წამები. როცა პირველად დაგვეზარა, ლოცვის წაკითხვა, მე, მე ვიყავი, შენ კი შენ და ასე დავსრულდით, ღმერთიც დავკარგეთ სამწუხაროდ და ახლა ასე, ორი ურწმუნო გამუდმებით ვცხოვრობთ წარსულით. ერთდროს ბავშურად, ვაბეზრებდით ჩვენს თავს მსოფლიოს, ახლა ორივე ზრდასრულები, ვიტანთ პლანეტას, შენსკენ გზებია ტაძრებისკენ იქით იარე, მე ძველებურად გავაგრძელებ ქრისტეს გაცემას. ისე რამდენი რამე მოხდა ჩვენში უღმერთოდ, და თან ორივეს უიღბლობა ბედად გვებადა, რამდენ რამეზე ვსაუბრობდით რაზეც არასდროს, ალბათ სჯობდა რომ არასოდეს გველაპარაკა. გიცქერ იგივე გრძნობებით და უფრო ვრწმუნდები, რომ შენს თვალებში, სინანული ბევრად მეტია, წამო, გავექცეთ ამ სამყაროს და კვლავ ბავშურად იქით წავიდეთ სადაც მხოლოდ, მზე და ღმერთია.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი