აქეთ ბილიკია ეკლიანი
აქეთ ბილიკია ეკლიანი, დარჩი, ნაბიჯს ჩემსკენ ნუ გადმოდგამ, ალბათ შენც მოგბეზრდი სევდიანი, ვიცი გიყვარვარ და ვერ გამოთქვამ. წადი, ვერგამიძლებ, შენც ხომ იცი, ასე ფეთიანს და გადარეულს, სადმე თუ შემომხვდი, ამარიდე მზერა ტყავგაცლილს და გზა არეულს, და არც არასოდეს მომიგონო, ღმერთი იპოვე და იქით წადი, გტკივა გული, რადგან ერთდროულად ძლიერ გიყვარდი და ვერ მიტანდი. მე გზას ჩემს გასავლელს თვითონ წავალ, ვიცი დედამიწა ვერ ამიტანს, თქვენ ღმერთს ევედრებით სიცოცხლეს და მე სულ სხვანაირი ლოცვები მაქვს. შენსკენ სამებაა, ღვთის გზა არის, ჩემსკენ ღამე არის მთვარიანი, შენ კვლავ ძველებურად ლამაზიხარ, მე კი ძველებურად შრამიანი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი