გადაგმალავენ, დამიჯერე გადაგმალავენ


გადაგმალავენ, დამიჯერე, გადაგმალავენ. 
რომ ვერ მოგაგნო, ყველა ქუჩას ამოქოლავენ,
შენზე დამაშვრალს, უღმერთობას დამაბრალებენ
და მერე ჯვარზე, ქრისტეს მსგავსად, მეცა მომკლავენ. 

დაიჯერებენ, ჩემს სიავეს, შენი თვალები
და ხალხის მსგავსად, შენს წილ ტალახს მკერდზე მომაცხებ.
როცა გაიგებ, ჩემ სიყვარულს შეგებრალები,
როცა გიამბობ, ჩემს გრძნობებზე თუკი მოვასწრებ.

ფეხზე მკიდია რას იფიქრებს ჩემზე ეს ხალხი,
რადგან ყოველთვის ყოველ ჯერზე შენს თავს მართმევენ.
მე არ მაშინებს ჩემს სახეზე, ტლანქი ტალახი,
უფრო ის მიმძიმს ღამეები დარდს რომ გმატებენ.

რომ უჩემობას განიცდიან შენი ხელები,
ხოლო თვალები მარტოობას აგიშენებენ.
 წლები გავა და  უსათუოდ გაგიძნელდები,
და ეს ქუჩებიც ჩვენს სიყვარულს გაიხსენებენ. 

მე დამარცხებას არასოდეს არ ვაღიარევ,
რადგან ცხადია არც არასდროს არ მიბრძოლია,
დღეს კი ამ ფიქრებს, გიდილენდებს, ტვირთად ვატარებ
და თავს მეხვევა მარტოობის მელანქოლია

ერთ დღეს მოხვედი უბრალოდ და წასვლა ითხოვე,
და მეც გაგიშვი, სინანული ცაზე მეტია
ხო ასე მოხდა, დამიჯერე მხოლოდ იმიტომ, 
რადგან სხეულში სიყვარული   ვერ ჩაეტია.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი