წავალ


წავალ, ოდესმე დაიღლება ჩემი თვალებიც,
დღემდე შენს თვალებს, რომ ეძებენ ყველა ქუჩაზე,
მონატრებაა სიყვარული და ეს დღეებიც,
შენი წასვლიდან ამ წამამდე არის მდუმარე. 

მეხსიერებას შემორჩება შენი სიცილი,
მომაგონდება ერთად ყოფნის ტკბილი წუთები,
წარსულ ღამეთა მონატრება დაგვრჩება მხოლოდ,
და სიყვარული ღმერთის ხელით ნასათუთები. 

ჩვენ ერთად ყოფნას ვაპირებდით, ამას ვცდილობდით, 
თუმც ბედისწერა აღმოჩნდება ისე მზაკვრული, 
ჩემი ოთახის მონაცრისფრო აგურის კედლებს, 
იცი კვლავ შენი სურნელი აქვს შემონახული. 

წავალ და ალბათ მომენატრები,
გულს კი ევლება შავი არშია,
პოეტთა შორის მე ვარ პირველი, 
ვინც თვითმკვლელობას ყოფნა არჩია.

მძიმე დღეები დგება და თუმცა, 
გული ყოველთვის უკეთეს ფიქრობს
და იმ სიცრუეს იჯერებს დღესაც, 
რომ სიყვარული შეგეძლო თითქოს...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი