ლექსი დარჩება


ლექსი დარჩება მხოლოდ ჩემი ჩემგან მერწმუნე, 
საუკუნეებს თან გაჰყვება ჩემი სახელი,
მომელანდება ყოველღამე შენი თვალები,
და სიკვდილამდე ეს იქნება ჩემი სასჯელი.

რადგან ვერაფრით გაგიფრთხილდი ღმერთის ქმნილებას,
ახლა ფიქრიდან ვერ ვიშორებ, მხოლოდ შენს იერს,
ალბათ ასეთი სიყვარული აღარ მოხდება,
ქვეყნად ვეღარსად შევეყარე შენზე მშვენიერს.

ჩემი ცოდვები შეიკვრება ახლა სიტყვებად,
უხეშ ქაღალდზე სტრიქონები დაილექება, 
თუკი ოდესმე მიმატოვებ, აღარ გადადო,
დაე აღსრულდეს ისე როგორც ღმერთმა ინება. 

ქვეყნად ყოველთვის სიყვარული როდი იმარჯვებს, 
როცა სამყარო აკრძალულ ხილს ლანგრით გთავაზებს, 
შენც ვნებიანად ეტანები ყველა ცდუნებას, 
რადგან (წყეული) სიყვარულიც გიჭირთ ლამაზებს. 

სავსე მთვარეა, მასზე უფრო სავსე გრძნობებით 
ჩემს აივანთან ამ მთვარეზე მეტად ვანათებ, 
ხომ ნათქვამია, რაც არ იწვის არ ანათებსო, 
მეც რომ ვანათებ, იმიტომ რომ, ტკივილს ვატარებ. 

ჟამი დადგება სიბერის და დროის ქარტეხილს, 
შრამად დარჩება სიყვარულის ჩვენი ამბავი, 
ვეღარ ავლაგმე ჩემი გრძნობა სწორედ ამიტომ, 
შენ იდიადებ ჩემს ლექსებში და სხვა არავინ...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი