ეჰ მეგობარო, მეგობარო
ეჰ მეგობარო, მეგობარო, ნეტავ იცოდე, რამდენ შავ ღამეს გადავურჩი შენი წყალობით, უკან რამდენჯერ, მომაბრუნეს შენმა სიტყვებმა როდესაც წასვლას ვაპირებდი და ღამ-ღამობით. საკუთარ თავსაც ვიძულებდი, მთლიან პლანეტას, გადასარჩენი მიზეზები გაცვდნენ რადგანაც. დღეს მერამდენედ საგიჟეთის ვავსებ ანკეტას და ეს ლექსებიც აღარ ღირან ჩალის ფასადაც. ეჰ მეგობარო, ესე ვცხოვრობთ ჩვენ პოეტები, ყველაზე კარგად შენ მიცნობ და არიცი ვინვარ, მე მარტოობა შემოვიცვი დღეს პიჯაკივით, და ღილებს სხვამ, რომ ვერ შენიშნოს, ბოლომდე ვიკრავ. არა არ ვდარდობ, არც განვიცდი და არც არაფერს, უბრალოდ მსურდა, გაცილებით უკეთ მეცხოვრა, ჯანდაბას ჩემი სიყვარული, ფერდაკარგული, თქვენ რომ გიყვარვართ, საარსებოდ ესეც მეყოფა. არ დავიბრალებ კარგად ყოფნას, არშემიძლია, ნერვებს, მოწყვეტილ ფოთლებივით უკან მივსდევდე, და იმ ყველაფერს რაც გადამხდა, ან არ გადამხდა, ასე ვიჯდე და მხოლოდ ჩემთვის გულში ვიტევდე. ეჰ მეგობარო, მეგობარო ასე ვიბრალებ, ამ მარტოობას და ვამბობ რომ, ასეც ვიქნები, მაგრამ იმისთვის რომ ვისუნთქო, რომ ვიარსებო, როგორც ყველაფერს ჰაერივით ისე მჭირდები. ღმერთი დიდია, მოწყალეა, წლები გავა და, ალბათ ოდესმე დავიბრუნებ ჩემს ძველ ხასიათს, დღეს სიყვარულის, შრამები მკლავს მაგრამ არ ვდარდობ, უსიყვარულოდ კარგად ყოფნას ან რა აზრიაქვს? ეჰ მეგობარო, მეგობარო, ნეტავ იცოდე, რამდენ პრობლემას ამაცილე, შავბნელ განთიანდს, რომ მაჯერებდი ჩემს ცხოვრებას, გიჟს და ავდრიანს, რომ ჩემს სიცოცხლეს პლანეტაზე დიდი ფასიაქვს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი