ღამეა მონატრების


ღამეა მონატრების, ღამე უძილობის, 
სადღაც შუაღამის სამი საათია,
მთვარემ ჩემს ქუჩაზე უკვე მერამდენედ,
ჩემთან საუბარში ღამე გაათია.

ახლა კოკისპირულ წვიმას ემალები, 
სველი ასფალტი და ცაზე სიღრუბლეა, 
ვისთვის ხმაურია წვიმა შუაღამეს, 
ჩემთვის იისფერი უხმო სიჩუმეა. 

გდარდობ საყვარელო, ფიქრში ჩამისახლდი,
თავსაც არ მანებებს დიდი სინანული, 
ვიქენ პატიმარი, რადგან ქვეყანაზე, 
დანაშაულია შენი სიყვარული. 

შენი თვალები, მზეზე მნათობნი, 
ახლა სიშორის მთას ეფარება, 
მე კი მომიწევს გარდასულ დროის, 
მკვდარი დღეების დასამარება. 

მომიწევს შენი სახის ლანდები, 
ქარს გავატანო, როგორც ზმანება, 
ახლა ნაცნობი ქალი ქუჩაში, 
მხვდება და თუმცა არ მესალმება. 

ჩემში ყველაფერს ერთი აზრიაქვს, 
ორაზროვანი გული მაქვს მხოლოდ,
სწორედ ეს გული იქნება ის ვინც, 
ერთ დღესაც ბოლოს მომიღებს ბოლოს. 

კვლავ შენზე ვფიქრობ, კვლავ შენ მოგელი, 
და უიმედო წუთები ქრიან, 
ჩემი თითები შენს დანახვაზე, 
ისევ ბავშური ოცნებით კრთიან. 

ისევ ღამეა, ისევ მონატრება, 
ისევ შუაღამის სამი საათია,
ისევ მერამდენედ მთვარემ ჩემს ქუჩაზე,
ჩემთან საუბარში ღამე გაათია.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი