შენი თვალები გადამარჩენენ, ანდაც ვინიცის იქნებ პირიქით


გავუფერულდი, ანუ კოშმარი, 
ჩემი სიზმრიდან იქცა ცხადებად, 
ვერ დავასრულე ბედთან ჭიდილი
და არსებობა მექცა წვალებად. 

ვერ შევურჩიე სწორი დინება,
ჩემი ლექსების მღვრიე კალაპოტს,
შენ არ იდარდო, რადგან მერწმუნე
დრო გამიმზადებს თავად ეშაფოტს.

სადაც  სიკვდილით დასჯიან ჩემში,
ჩემივე შექმნილ, უფლის ვერსიას, 
უღმერთოებმა ცილი დამწამეს
და მომაცილეს იმ ეკლესიას. 

სადაც ის ცხოვრობს, როგორც ამბობენ, 
და სანთლებს მხოლოდ მისთვის ანთებენ, 
ჩემნაირები მხოლოდ სცოდავენ 
და აღსარებას არ აბარებენ. 

იმას ვიჯერებ, რომ დაბრუნდები
და ასე ვცხოვრობ დღემდე ცრუწმენით, 
ჩემი ლექსები ჩემი ჯვარცმაა,
დამძიმებული მძიმე უღელით. 

მე სნეული ვარ დღეს ამ გრძნობებით, 
ხო სიყვარული ჩემი კეთრია, 
მილიარდობით გულის ფეთქვიდან, 
ჩემი სამყოფი მხოლოდ ერთია. 

მაგრამ ძალიან შორს ხარ ძვირფასო, 
მოსვლა შენამდე არ შემიძლია, 
მე განშორებამ ბოლო მომიღო, 
შენ ხასიათიც არ შეგიცვლია.

სიზმრებად მაინც რატომ მოდიხარ? 
თავს არ მანებებს შენი ზმანება, 
ჩემი სამყარო შენით იწყება 
და არასოდეს არ დამთავრდება. 

ჩემი გრძნობების მწვანე ხეივანს,
რატომ ასკდები ისევ კვირტივით, 
შენი თვალები გადამარჩენენ, 
ანდაც ვინიცის იქნებ პირიქით..

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი