იცი რა მინდა?
იცი რა მინდა? ქარიშხალივით, რომ მოგაწყდე ერთ დღეს ძვირფასო, ყველა უჯრედი მოვიპარო შენი ტანიდან, ხელს გაფარებდე ტუჩებზე და უბრალოდ ასე, ცხელ მეტაფორებს გიკითხავდე ჩემი ლექსიდან. ღამემ მოგვიცვას მღელვარების, ნაცვლად დარდების, ერთი საათიც ტკივილია ჩემთვის უშენოდ, და ზუსტად ისე მეძნელება ახლა სიცოცხლე, როგორც ყვავილებს არსებობა უჭირთ უმზეოდ. შენი შეხებით, სიყვარულის კოცონმა დამწვა და მისი კვალი, დამიჯერე ახლაც მატყვია, შენთან დღეები, სამოთხეში ჰგავდა ცხოვრებას, მერე სიშორემ ჯოჯოხეთის ცეცხლში გამხვია. რწმენა მიჭირდა და გიწამე ღმერთად, ღმერთამდე, შენი თვალები უცებ გახდა ჩემთვის სარწმუნო, შენი წასვლიდან, ამ ღამემდე განუწყვეტელად ვცდილობ, რომ ჩემი ურწმუნობა გადავარწმუნო. რომ ამ ფანჯრიდან, ჩემი ქუჩის ქვაფენილამდე, გადასახტომი, მიზეზები ბევრად მეტია, რადგან ის ჩემი სიყვარული, შენ რომ მიყვარდი, გულში კიარა, პლანეტაზეც ვერ დაეტია. მე ყოველ დილას ვიძულებდი ისევ მსოფლიოს, საკუთარ თავსაც და ცრემლებით ვტოვებ შენობებს, ვითვლი თითებზე, იმ ღამეებს თავს რომ ვიკლავდი, ანუ ვითვლიდი თვითმკვლელობის განვლილ მცდელობებს. მაგრამ თითებიც არ მეყო და ასე ვარ ახლა, ღია ფანჯარა ჩემს ოთახში, სუნთქვას აჩქარებს, შენმა პოეტმა მიატოვა ლოცვა ძვირფასო და რახანია აღსარებას აღარ აბარებს. ეჰ საყვარელო, ნუ გგონივარ ჩვეულებრივი, ჩემზე გიჟები პლანეტაზე აღარ არიან, მცირე ვერ მხიბლავს ვერაფერი, სწორედ ამიტომ, თუკი მიყვარხარ, მთელი გულით, ანუ ძალიან...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი