რაღაც სხვანაირი გრძნობა შემჩვევია
ქუჩას ჩაბნელებულს, ისევ შერჩენია, შენი სურნელი და ოდნავ გარინდებულს. ისღა დამრჩენია, მოვკლა მონატრება მაგრამ შენ სიყვარულს გულში გამეფებულს. რაღაც სხვანაირი გრძნობა შემჩვევია, ახლა ტრიოლეტებს ვკლავდი გამეტებით, ჩემი პოეზია რადგან ნაგავია, ჩემში პოეზიაც კვდება დანებებით. სულში გაყინული სულ სხვა სამყაროა, მაინც მიღიმიან ქუჩის მათხოვრები, თუმცა ყველაფერი მაინც სადაოა, ღირდა კი ეს წლები სიმწრით ნაგროვები. განა მარტო ჩემთან მოდის შემოდგომა, ახლა სველ ქუჩებზე დგანან მეძავები, ეს დროც მიილია ოდნავ შემოთოვა ისევ მიყვარხარ და ისევ მენატრები. ხედავ ამ სიყვარულს თუ თავს იბრმავებდი, იქნებ ეს ლექსები არც კი მოისმინე, დიდხანს პოეზიას ჩემში ვიკავებდი მერე გულმოკლულმა ცრემლი მოვიწმინდე. მერე ღამეებსაც, ასე შიშნარევი ისევ მონატრების სუნი შერჩენია, და ჩემს მაგიდაზე მდგარი საფერავი ჩემი პოეზიის სულის სარჩენია. იქნებ არც არაფერს ჰქონდა მნიშვნელობა და ეს სიყვარულიც ჩვენში სადაოა, ახლა 26 ჯერ ვცადე თვითმკვლელობა რადგან პოეზია ჩემი ამაოა. რაღაც სხვანაირი გრძნობა შემჩვევია, სულში გაყინული სულ სხვა სამყაროა ქუჩას ჩაბნელებულს,ისევ შერჩენია, შენი სურნელი და ჩუმი საღამოა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი