საგიჟეთის თეთრი პალატა


თეთრი კედლები, რკინის ფარდები,
უხმო პალატა, 
დღეს საგიჟეთში დამამწყვდიეს, გიჟი დამარქვეს, 
დღეს საკუთარმა პოეზიამ, დამაღალატა
რადგან გონება, მაცილებმა ერთხმად გაძარცვეს.

როცა ექთანი მაჯერებს, რომ თეთრი შავია
და ჩემს სიგიჟეს ყოველღამე დოზას უმატებს,
რადგან არესმის პოეზიის ეპილეფსია, 
და გამუდმებით, ჩემს ლირიკას ბრძოლას უცხადებს.

მე ის მაგიჟებს, რომ არცერთი ზღვა აღარ მოსჩანს,
ჩემი პალატის უხილავი, თეთრი ფანჯრიდან
მე რომ ნამდვილად გიჟი ვიყო, ჩემი სიგიჟე
მოგძებნიდა და დამიჯერე ურცხვად გაგრყვნიდა

გიჟად მრაცხავენ, გიჟებიც და სრული სიგიჟე,
ვეღარ გავიგე, ვინ რატო და რისთვის გვერჩიან,
ასე ამბობენ, ეჰ პოეტო თავადაც იცი,
ნიჭი კიარა პოეზია გიჟთა ხვედრია.

ვაბოლებ ისევ, სუნთქვას ვუწყობ ღამის სიცივეს,
მძიმე ნერვებით ვიყურები ჩემი ფანჯრიდან,
ალბათ ცხოვრებას სულ სხვაგვარად განვლიდი მაინც,
რომ შემძლებოდა რომ მეცოცხლა კიდევ ახლიდან.

ორმოცდაერთჯერ წავიკითხავ
ოცდაცხრაჯერ დაგიფიცებ წყეულ სამყაროს

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი