წადი
ლექსებს ვეღარ ვწერ, ზამთარია გარეთ სიცივე, დღეებს უმიზნოდ დარჩენილი, მივსდევ ამინდებს, ვიცი ერთხელაც მოხვალ ჩემთან, ასე მოხდება და შენი ლანდი პოეზიას სულ მთლად ამირევს. წადი... ოღონდაც თან წაიღე ყველა სურვილი, ყველა ოცნება, გულმკერდიდან ამომაცალე, რომ არ მტანჯავდეს, შენი კოცნის მძაფრი წყურვილი, ეგ ბაგეები შენ ერთხელაც არ მომაკარე. წადი უამბე ვისაც გინდა ჩვენი ამბავი, ოღონდ იმას გთხოვ მე ნურაფერს ნუ დამაბრალებ, მე ისევ აქ ვარ ჩვენს ქუჩაზე და ძველებურად, ამ პოეზიით შენს სიყვარულს ისევ ვიბრალებ. წადი... ვიცი, რომ ვეღარ მიძლებს შენი თვალები, ვიცი, რომ წასვლის სუნი ასდის დღეს შენს ლავიწებს, გემუდარები არასოდეს არ გამიხსენო, ჩემს მძიმე თვალებს დამიჯერე დრო დაგავიწყებს. გთხოვ ნუღარ დარდობ, ნუღარ მოსთქვამ, შენ ხომ წახვედი... გთხოვ ნუ ასველებ ცხარე ცრემლით, შენს ნაზ ბაგეებს, მე ისევ დავწერ, ძველებურად როგორც ყოველთვის და პოეზიას გამოვატან შენთან ღამეებს. აბსურდი არის, რომ გითხარი ლექსებს ვერ ვწერ თქო, აბსურდი არის შენი წასვლაც, უნდა დაბრუნდე! უნდა გაათბო ჩემს სხეულში მდგარი ზამთარი, და ერთი კოცნით, ერთი კოცნით გამიზაფხულდე...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი