ღმერთს რომ ვეძებდი
ღმერთს, რომ ვეძებდი, და რომ ვიპოვე, ის შენს თვალებში სახლობდა თურმე, ჩემი ცხოვრების შავბნელ ტილოზე, სულ გადავშალე, ფერები მრუმე. სულ სხვანაირად ვხედავდი მიწას, მწვანე ბალახს და ცაში ვარსკვლავებს, შენმა თვალებმა დამატყვევეს და, ყოველი წამით ტკბობა მასწავლეს. მე მწამდი ისე, როგორც უფალი, როგორც მორწმუნეს, სწამს ეკლესია, რადგან კაცთაგან დღემდე არასდროს, ასე არავის არ ყვარებია. ვლოცულობ შენზე, ჩემი სანთლებიც, ჩემს ფანჯარებთან, შენთვის იწვიან, ჩემი თითები, დღეს კალენდარზე შენს შეხვედრამდე დღეებს ითვლიან. ასე მიყვარხარ, ჩემი ლექსებიც, დღეს ყვავილივით, გრწყავენ, გივლიან, ვით მორწმუნენი, მაშინ იესოს, ჩემი თვალებიც, ისე გიცდიან. შენ რომ მეპოვნე, ისე იცოდე, გაუკვალავი გზები მივლია, შენ ერთდროულად ხარ ჩემი ჯვარცმა, და გადაშლილი წმინდა ბიბლია.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი