ისევ მონატრება დღესაც
ისევ მონატრება დღესაც, გულში ვარსკვლავივით ანცობს. ღამეც გადამტვრეულ სხეულს სადღაც მიათრევს და ათრობს. შენი სურნელება თმების, ახლაც იმ დღისავით მატკბობს, და შენს დანახვაზე გული ისევ ძველებურად ბავშვობს. ღამით სანთლების წინ მჯდარი სულ შენ მეყვარები ვამბობ, ახლა ცუნამივით ძლიერ მონატრების ტალღებს ვაპობ. ახლა არითმია გულის, სადღაც ჯოჯოხეთში მახრჩობს. თუმცა ოხერია გული მაინც გადარჩენას ლამობს. გზებიც ამერია ისევ, სადღაც ოცნებებსაც ვმარხავ, დღეს შენს ტკივილებს და დაღლას ღამის სიზმრებივით გპარავ. ღმერთი რომ ვიპოვე წუხელ, ისიც მარტოობას ჰგავდა, თითქოს დაღლილმა და მთვრალმა ზეცას ჩამოვხსენი ფარდა. ახლა ტკივილებს და დაღლას სულის ჭრილობებზე ვამყნობ, დროც ამ მონატრებას ჩემში, თითქოს ყვავილივით აჭკნობს. ვერა ვერ გიპოვე ჩემში, სადღაც მიუვალ გზებს ხარ და არც რა დამრჩენია გულში, შენი სიყვარულის გარდა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი