ცივი თებერვალი იდგა პელაგია
ცივი თებერვალი იდგა პელაგია, თოვლი არ იყო და თოვლზე ოცნებობდი, ნეტავ, რომ მოვკვდებით თოვლად მოვდიოდეთ, მაშინ დამიჯერე შენთვის მოვკვდებოდი. რადგან შემძლებოდა, მე შენს ბაგეებზე, ნაზად შეხება და მერე ჩამოდნობა. სხვებზე რაუნდა ვთქვა, შენი თვალებიც კი, გამიუცხოვდნენ და მიჭირს ამოცნობა. წლები მიიკერე გახსნილ იარებზე, ფიქრობ გიღალატე დროის მაცილებთან, ჩემმა სიყვარულმა, ძნელად მოგაგნო და, გული დაგიშალა მერე ნაწილებად. ასე სევდიანი ზიხარ როიალთან, ძველი მელოდიის ცდილობ გახსენებას, მე კი ვერ ვეშვები, ვფიცავ შენს ქუჩებში, მთვრალი სიარულს და ღამის გათენებას. ისე პოეტობას სხვები მაბრალებენ, თავად ისვიცი, რომ წერაც აღარ მინდა. რადგან ეს ფიქრები თავს არ მანებებენ, რომ ჩემს პოეტობას ვადა გაუვიდა. ჰოდა დღეის მერე, სხვებმა დაგიწერონ, სხვებსაც შეუძლიათ შენთვის ლექსის წერა. მე კი დარწმუნებით ვიცი შეგვახვედრებს, ალბათ ერთი-ორჯერ კიდევ ბედისწერა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი