ყველა ჩვენ ქუჩას მხოლოდ ერთი სუნი შემორჩა
მიყვარხარ ანუ მე იმისთვის ყველაფერს ვიზამ, რომ სულ მიყვარდე ყველა ნერვის ყველა უჯრედით, დღეს ჩემს ოთახში შემოჭრილმა უშენო დილამ კვლავ გამახსენა თუ ვარსკვლავებს როგორ ვუცქერდით. დღეს ჩემს ლოგინზე გადაშლილი წევს მარტოობა, ვსვამ ოღონდ იმდენს, რომ სამსელმა გონი არიოს რომ მომაცილოს ფიქრები და ეს უშენობა და ტკივილები მიყოლებით, ჩემგან წაიღოს რომ არ მინდოდეს დღეის მერე რამე ოცნება, ვკლავ დეპრესიას რეპრესიის მძიმე სურვილით. სანამ ჩემს ოთახს, შენი სუნი არ გაეცლება ყველა საღამო მეჩვენება დასასრულივით. ყველა ჩვენს ქუჩას მხოლოდ ერთი სუნი შემორჩა წასვლის სუნი აქვს ყველა გზას და ყველა გზატკეცილს, აუსრულებელ ოცნებიდან ისღა მრჩებოდა არ დავემძიმე, შუაღამეს სასტიკ ქარტეხილს დღეს შენს ღაწვებზე, ცრემლზე მეტი მაკიაჟია მე კი ხანდახან, ჩემი თავი უფრო მაშინებს როგორ შევხვდები ცივ ამინდებს საკითხავია, თორემ ღრუბლები უსათუოდ წვიმას აპირებს ვერ ვიჯერებდი განშორობას, ვერც პანაცეას შენ მიშენებდი ჩემს ოცნებებს როგორც სამსხვერპლოს და იმ სიყვარულს რაც მომეცი მწირს და ნაკლიანს ხშირად მაწვდიდი შუაღამეს, როგორც პლაცებოს. ნახე, შეხედე როგორ გველიან დედაქალაქის ძველი უბნები ჩემი თითები, შენებს ელტვიან მე კი ვერაფერს ვერ გეუბნები. სხვებს ნუ მოუსმენ, სხვები გეტყვიან ჩემზე გიჟი და პათოლოგია, უნდა განახო სანამ მესვრიან რომ შენ ხარ ჩემი ანთოლოგია არც მოლოდინი არ დამღლის ახლა არც მარტოობას ვიწყებ ახლიდან, მე სიყვარული მიწიერ ხალხთა მასწავლა ღმერთმა დასაბამიდან დღეს ფრინველები მესტუმრნენ ადრე მესტუმრნენ, მითხრეს მკვდარზე - მკვდარი ვარ მხოლოდ ლექსებს ვწერ და ვიყო ასე და სიცოცხლესაც ვიწყებ ახლიდან. შენ კი წახვედი, საზღვრებს გადასცდი და მოიარე ვენა, ათენი, მე საქართველოს მიწაზე დავრჩი, და დამრჩა რაღაც გრძნობა თანდმევი. დღეს შენ პარიზის ქუჩები გხიბლავს, ხმაურით მოდის მდიმარე სენა, აქ თბილისს მტკვარის ნაპირზე ძინავს მთაწმინდის მთვარეც, ნელ-ნელა ქრება. შენ უსმენსენ ახლა ჟულიე დ'ობინს მას ენაცვლება ჟერარ დარმონი აქ კი თბილისის ქუჩებს აცოცხლებს ღამე ქსოველთა, დოლი გარმონი შენ სეირნობ, საფრანგეთის ქუჩებში ხედავ ლუვრს და სილამაზით ოცდები მე დავდივარ ძველ თბილისის უბნებში ოდნავ მთვრალი მტკვრის ნაპირებს მოვყვები დაგიფარავს დღეს ღვთისმშობლის მანტია, სულს აგიმღვრევს პოეზიით ბოდლერი, შენ პარიზი დაგაბერებს ძალიან, მე მშობლიურ, საქართველოს მოვკვდები
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი