მე ვარ სიჩუმე შენს ქუჩაზე
მევარ სიჩუმე შენს ქუჩაზე, ხმაურს ვიბრალებ. ცხელი ცრემლივარ შენს წამწამზე შენკი მიმშრალებ. მევარ პათოსი, პოეზიის ეპილეფსია ჩემი ცხოვრებაც ღმერთის მსგავსად ერთი ლექსია ერთი ნემსია სიყვარული, გრძნობების ზვინში რომ არ დავსრულდე პოეზია გადამაქვს სისხლში ანუ ვკაიფობ პოეტურად, როგორც მჩვევია. ისე მოვკვდები, პოეტები როგორც კვდებიან ანუ არც ისე ბებერი და გულანთებული, შენზე, ღმერთზე და ცხოვრებაზე შეყვარებული მერე კი სიზმრად გესტუმრები, უნდა გაწამო ანუ იქნება შემოდგომის ერთი საღამო, როცა ყველაფერს მოგიყვები ჩემზე. უბრალოდ, ძალიან ნელა, ჩემებურად რომ არ დაგღალო რომ არ მოგტეხოს ჩემ თვალებში ნანახმა სევდამ, სადაც შენებმა, უსაშველო ტკენა იხილა მევარ ის შვილი რომლის გამოც ატირდა დედა და მამამ ხელში ალკოჰოლის ბოთლი იშიშვლა. მევარ ის შვილი რომლის გამოც ღმერთი განრისხდა და სადღაც ალბათ გაიფიქრა, იქნებ არც ღირდა ჩემი ამქვეყნად მოვლინება ჩემი გაჩენა სადღაც გაქცევა მომინდება გადაცხოვრება რადგან აქ უკვე ძნელი ხდება გადაგორება, მძიმე დღეების ყველაფერი ჩემს თავს მახსენებს. შენთავს კიარა, შენ ყოველთვის რჩები იგივე. ეს მე ბოლოდროს 21 ჯერ გარდავიცვალე, და მერე მუდამ ახალ-ახალს ვბადებ ხასიათს. მერე ვიჯერებ ყველაფერი არის ტყუილი, რომ არასოდეს არ ბრუნდება ის რაც ქარს მიაქვს. რომ ყველაფერი მთავრდება და რჩება დუმილი, და სიჩუმეში ვინ რაიცის გულს რა ფასიაქვს. ან რა აზრიაქვს ამ დიალოგს უკვე გიამბეს ანდამატივით, რომ ვიზიდავ ყველა სიავეს რომ ყველა მიყვარს ძველებურად და თან არავინ რომ არავინ მძულს, დავიფიცებ, მძულდეს განა ვინ. ხო დღეს ასევარ, ვერლიბრებით ვიხვევ ჭრილობებს ანუ სიცილს და კარგად ყოფნის დღეებს ვიგონებ ანუ ვჯახირობ მარტოობის დღეებს გავექცე და შენს ლოყაზე მონატრების ცრემლად დავექცე წვიმებია, ქარები, აჭრილი ამინდია, ჩემსავით, უსისხლო დღეა და ღამეები, სიცილებს რას უყურებ, სიცილი პარიკია ყველაფერს გიყვებიან შეშლილი სახეები. ამინდებს გაურბიხარ, ფანჯრებთან იმალები, მე კი შემომემსხვრა ქალა და ყვრიმალები შეშლილი ქარიან ქუჩებში ვიარები, და მხოლოდ სიმდიდრედ შემომრჩა იარები. ლოთივით შენს ახლო ქუჩებში ვიკარგები სულს მიჭამს პელაგია, დარდი და ტკივილები. მზესავით ყოველთვის ძალიან გვიანდები უმზეოდ დარჩენილი, ვდგავარ და ვიყინები. ყალბია პელაგია, ყალბია სიცილები ყალბია კარგად ყოფნა, 10 ცენტად ვიყიდები შემომრჩა აგრესია, ნერვები დამეკარგა, მე მხოლოდ ვოცნებობდი ყოველღამ არ მედარდა, სიცრუე გაცვეთილი ძონძივით გამეხადა, და ერთხელ ნამდვილი გრძნობები დაგენახა. რთულია ყველაფერი, წასვლასაც ვაგვიანებ ასე დაღლილი კი თავსაც ვაიაფებ ვირჩევ დღეებიდან, ნაგავ ხასიათებს ობლად დარჩენილს კი თავად ვაზვიადებ რომ არ შემიძლია ახლა გადარჩენა რომ ტანს შესჩვევია სულის არითმია როცა ადგილების მიწევს გადარჩევა სადაც სიყვარულზე სიტყვას არიტყვიან სადაც ანგელოზებს ფრთები მოაჭრეს და სადაც ანგელოზებს წვავენ გამეტებით. სულს რა ეშველება, თორემ სხეულიდან ისევ მოვიცილებთ ცოდვებს ტალახივით დღეა პელაგია ოდნავ დაბინდული შენი ფანჯრებიდან ხედავ სილურჯეებს, მე კი მეტნაკლებად მაგრამ გარიყული ვიხდენ მარტტოობის ჩვევად სიჯიუტეს იცი სიცივეა პელაგია ანუ ვკანკალებ და ვიყინები, ერთი ნიღაბი მაქვს საყვარელო და ამ ნიღაბს ჰქვია სიცილები გრძნობებს გავურბივარ მირაჟებთან, და ამ მირაჟებში ვიკარგები, ხიდან მოწყვეტილი ფოთლებივით, ტოტებს ვაკლდები და ვიფანტები აი დასასრული პელაგია, აი ენძელა და იანები ირგვლივ სასმელები მილაგია შენს ქუჩაზე ვხაზო რვიანები ყველა გათენება შევიძულე გაზაფხულებივით გვიანდები, გზა რომ გაგინათო სიბნელეში ყველა მნათობელზე გვიან ვქრები აი ვამთავრებ ამ ვერლიბრსაც, აი გათენდა და იქნებ ღირდა ჩემო ღმერთო, ჩემი გაჩენა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი