წვიმს და დღეები განაპირა მხარეს გარბიან


წვიმს და დღეები განაპირა მხარეს გარბიან,
სადაც წერილებს აღარავინ აღარ აგზავნის.
მხოლოდ სიცოცხლეს ვეჭიდები თანაც ძალიან, 
როცა სიცივე მემუქრება ცივი იანვრის.

თვალები ახლა უშენობას ეგუებიან, 
 ხელები ჩემი უნაყოფო ხეთა დასია, 
როცა სურვილებს, მიზეზები ეურჩებიან, 
ვაცნობიერებ ყველაფერი მართლა ფარსია. 

ვხედავ ნელ-ნელა იყინება შენი ხელები,
ის სიყვარული რომ მჩუქნიდი ნუთუ ყალბია,
გარდამეცვალნენ ჩემს ფანჯრებთან თეთრი მტრედები
და ზუსტად ვიცი ჩემი გული რისი მსგავსია... 

ან როგორ გითხრა ასე დაღლილს არ მენატრები, 
დღეს ჩემს ოთახში უშენობა, გარეთ მარტია. 
შემომიღობეს შენს ქუჩაზე ბარიკადები, 
რომ ვერ მომეგნო შენს სახლამდე ესეც ფაქტია. 

დღეს კალენდრები მარტოობის დღეებს მითვლიან, 
და ეს საათიც ჩემს კედელზე, მძიმე ლოდია, 
ხვალ გათენდება გამოგონილ ამბებს გეტყვიან, 
ჩემზე, რომ თითქოს შევიშალე, ჩემზე ლოთია. 

ვეჩვევი, ვუძლებ, ვეგუები ჩემს უდროობას, 
მე ესე ვარ და ესე ვცხოვრობ, თან რახანია. 
აღარაფერი აღარ დათვლის ჩემს მარტობაას, 
დიაგნოზს მისმევს გიჟი ხარო დღეს ვახანია. 

ნაწვიმარ ქუჩებს ნაცრისფერი სურნელი ასდით,
თვალებში სევდა მურისფერი, გულში დარდია, 
დღეს ჩვენს რელსებზე მატარებლის მაგვარად ავცდით,
მაგრამ წამით რომ შეგიყვარდი, ესეც კარგია.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი