ისევ წვიმებია გაზაფხულის
ისევ წვიმებია გაზაფხულის, სველი ასფალტი და სიჩუმეა, იცი სუნი ამდის გარიყულის, სულშიც ზეცის მსგავსად სიღრუბლეა. ყველა სახლებშია შეხიზნული, წვიმას ემალება დედამიწა, ზიხარ ფანჯარასთან, დაზაფრული ნუთუ ჩემი თავი დაგავიწყა. ნუთუ დაგავიწყდა ამ წვიმებში, როგორ დავრბოდით და ვთამაშობდით, გაზრდა დაგტყობია ნაბიჯებში, მერე ყოველღამე ვკამათობდით. მორჩა ყველაფერი პელაგია, წვიმამ გადაიღო რახანია, გზაზე ტკივილები ალაგია, სველი მხოლოდ ჩემი პერანგია. იცი თვალები მაქვს დარდიანი, ასე მეცვლებოდა ხასიათი, რომ ვერ დაგაჯერე პელაგია, აპოთეოზია განთიადი. ვნება დაკარგული დღეებია, ესე ლექსის წერაც აღარ ვიცი, სასმელს ვეტანები თვეებია, ვსვამ და ნელა ვამჩნევ გადავიწვი. ხო ეს ცრემლებია პელაგია, გიჟი პოეტი ვარ დედამიწის, მე რომ ყველაფერი შევიძულე, ესე უსაშველო სევდამ იცის. ვწერ და ყველაფერი მეზიზღება, სულსაც შეჩვევია აპათია, ახლა არაფერზე მეტირება გულმა მიტოვება გაპატია. ახლა სიმშიდე მაქვს სათხოვარი, რადგან გრძნობების მაქვს ანარქია ჩემი სხეულია სარკოფაგი სადაც, ჩემი გული ამარხია. ნეტავ შენ როგორ ხარ პელაგია, როგორ გაუძელი ღმერთმა იცის, როგორ გაგიძნელდა უჩემობა დედა კი ვატირე დედამიწის. მტკივა, გაყინული ხელებიდა ტანზე უშენობა შემოვიცვი, ისე არასოდეს ვიღიმივარ, ისე არასოდეს შენ რომ იცი. ხედავ? პელაგია, ვიძირები აღარც ძალა არმაქვს გადარჩენის. თავზე ჩამომენგრა იმედები, ჩემო პელაგია გადამრჩენის.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი