დღეებია მარტის


დღეებია მარტის და მოლოდინი წვიმების
შიშებია ხაზებად გააფთრებულ ამინდის

როცა გული, მაჯაზე დანის დასმას დამიშლის
ღმერთი ჩემი სახიდან ყველა ტკივილს წამიშლის,

ტელეფონზე ზარია და იქიდან ხმა ისმის, 
დედის ცრემლებნარევი ყველაფერი გაივლის. 

ღამე მხრებში დაჭრილი, მეგობარი დაისის
მზის ამოსვლას არ ჩქარობს და მის წასვლას განიცდის

მთვარე ცაზე ერთობა, ნეტავ მთვარემ რაიცის,
დარდებ გადატანილი მწუხარება მაისის. 

ფანჯარაში თავს გავყოფ, გარეთ ცივი ქარი ქრის,
მერე ნიღაბს მოვირგებ, შესაბამის პარიკის

მერე ყალბი ქუჩაზე, მეგობარი ჩამივლის
და მეც ყალბად სახეზე სიხარული გამივლის. 

მერე ქუჩის ბოლოში ეკლესიის ზარის ხმის,
ფონზე პირჯვარს ვისახავ, თვალი ცისკენ გამირბის.

სიგარეტსაც ვუკიდებ, გრადაცია კაიფის,
მინვითარებს უნარებს ჯვაროსანი რაინდის. 

ისევ ისე მატყვევებს სურნელება ქალის თმის, 
მერე მიზეზი ხდება ამ სიტყვების გარითმვის

რომ სიყვარულს იპოვნის, ის ვინც კვდება ქალისთვის
რა ძნელია ცხოვრება ხედავ ახლა ვაჟისთვის. 

ერთერთია წუხილი, ცრემლიც კი ღირს ამისთვის
მიყვარხარო რომ მეთქვა ერთხელ მაინც მამისთვის. 

გულში რომ ჩამეხუტა და საკუთარ მშობლისთვის, 
ერთხელ მეჩვენებინა მნიშვნელობა თავისი

ღამეც შემომერია, აღარც ხმები არისმის
მხოლოდ ჭრიჭინები და ძაღლის ყეფა გაისმის

სახლში დაბრუნებული, დემონტაჟი პარიკის
მხოლოდ ზღაპრებს ვუკითხავ ჩემს ერთადერთ ქალიშვილს. 

შიშებია ღამის თუ შიშებია ამინდის,
სული ჩემი ხორციელ, უშენობას განიცდის,
თუკი ღმერთი სახიდან, ყველა ტკივილს წამიშლის
არ მგონია რომ გული, დანის დასმას დამიშლის

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი