საგიჟეთის პალატა 2


აბები, პატარა პალატა
ნემსებით მოდიან მედდები,
ამბობენ გიჟი ხარ სულ ოდნავ
და მეც ამ სიგიჟეს ვნებდები.

რადგანაც არისმის შენი ხმა,
დღეს ჩემი პალატის ფანჯრიდან,
შუაზე გადავტეხ შუშის ბოთლს,
და სისხლად დაგაქცევ მაჯიდან. 

მაგრამ ვერ ავუხსნი ექიმებს, 
რომ ჩემი სიგიჟე შენ ხარ და, 
წამლებსაც არვიღებ და ასე, 
დაჭრილი მაჯებით ვწევარ და 

ვლოცულობ დღეს სიზმრად მოხვიდე, 
ბავშვივით გულში რომ ჩაგიკრა
გეფერო დილამდე და მერე, 
ეს ჩემი სიგიჟეც აგიხსნა. 

მე ბოლოს მომიღებს სამყარო, 
(ახია) ჩემზე , რომ ლექსებს ვწერ. 
მე ვიტყვი, დღეიდან გაგიშვებ
და ვიცი, ამასაც ვერ შევძლებ. 

მიყვარხარ, სულ ყველა უჯრედით, 
ჩემს გულში ყველაფერს აჭარბებ, 
მე გიხსნი სიყვარულს და შენ კი, 
სხვებივით სიგიჟეს მაბრალებ. 

მე ვრჩები მხოლოდ და პალატა, 
და ისევ მოდიან მედდები, 
ამბობენ, გიჟი ხარ სულ ოდნავ
და მეც ამ სიგიჟეს ვნებდები...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი