ეს დღეც სრულდება


ეს დღეც სრულდება და საერთოდ არაფერს მმატებს
რადგან მე დღესაც ვერ ვიპოვე შენი თვალები,
მე საკუთარ თავს ყოველღამე ისევ ვაჯერებ
რომ დრო გავა და წლების მერე არ მეყვარები

რომ არასოდეს მომანატრებს თავს ზეციური,
შენი მშვენება, მჺგ თვალების და მაგ ტუჩების
შენს ნაკვალევებს მივუყვები მე მდევარი ვარ, 
ყოველღამ გეძებ, აჩრდილი ვარ შენი ქუჩების. 

ვიღაც ლოცულობს მუხლმოყრილი შენზე უფალთან
სადღაც სანთელი სიყვარულის ხატებთან დნება, 
ნუ დამაჯერებ საყვარელო, რომ სიყვარული
ესე უბრალოდ დროსთან ერთად უკვალოდ ქრება

უნდა ამერთხელ მეც გავექცე სიკვდილის მხედარს, 
ესე უბრალოდ გაგიჟებით მინდა რომ წვიმდეს
მე ზუსტად ვიცი ჩემზე კარგად ბევრი რომ დაწერს
მაგრამ ჩემსავით შეგიყვარებს? არვიცი ვინმე

უნდა ხვალიდან შენს ქუჩებში ისევ მოვიდე
უნდა ვიარო რომ მოგაგნო გზები უვლელი, 
როგორც პლანეტა, ვარსკვლავები მზე და ღრუბლები
შენდამი გრძნობაც, დამიჯერე რჩება უცვლელი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი