დავლიე, რადგან გადავწყვიტე დღეს არ მეწერა
დავლიე, რადგან გადავწყვიტე დღეს არ მეწერა, რადგანაც სისხლი სისხლძარღვებში ბოლომდე დაშრა, დედა მირეკავს ნერვიულად - მე კი ვპასუხობ დე, შენი შვილი ისევ ვიღაც ლოთებთან დათვრა. ღამეს ვერაფრით ვერ ვეშვები და ალბათ მთვარეც, უკვე მიმიჩნევს განუყოფელ თავის ნაწილად, შენ, რომ ოდესმე დაგეჯერა ჩემი თვალების, შემეძლებოდა მყვარებოდი ყველას მაგივრად. შუაღამეა, ქუჩებშივარ და იწყებს წვიმას, მხოლოდ შენ მინდა, რომ არღვევდე სიჩუმეს ახლა, მე მაპატიე, რომ მთვრალი ვარ, ვეღარ ვწერ რადგან, რომ ჩემს გიშრისფერ თვალებსაც კი შეეტყოთ დაღლა. რომ ახლა ჩემი თავის აჩრდილს უფრო მოვგავარ, სცენის მსახიობს ან უბრალო ქუჩის მათხოვარს, ვდგავარ ასე და ისე მიჭერს ყელში თბილისი, რომ შენ კიარა მეც არვიცი ახლა როგორვარ. მოვდივარ სახლთან, მოვლასლასებ გზაზე ზომბივით, და მეზობელი მზერას მაწევს ოდნავ დაცინვით, მეუბნებიან გიჟი ხარო - მე კი ვპასუხობ, "ნორმალურობაც" სიგიჟეა ისე თავის მხრივ. ნაწვიმარ ქუჩებს ნაცრისფერი სურნელი ასდით, თვალებში სევდა მურისფერი, გულში დარდია, დღეს ჩვენს რელსებზე მატარებლის მაგვარად ავცდით, მაგრამ წამით რომ შეგიყვარდი, ესეც კარგია.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი