დღეს ჩემი ლექსი, მხოლოდ შენი სახელით სუნთქავს
დღეს ჩემი ლექსი, მხოლოდ შენი სახელით სუნთქავს, თუკი ოდესმე გამიხსენებ, ისიც გახსოვდეს, რომ უშენობა ისე მიჭერს ყელში, რომ მგუდავს, რომ ეგ თვალები ერთდროულად მკლავს და მაცოცხლებს. რომ შეგიძლია მიტოვება არ ამაცილო, რა შეიძლება უარესი კიდევ შემემთხვეს, შენი ტრფიალი გააგიჟებს ვინც შეგიყვარებს, შენი სახელი ექცა მუზად ყველა მელექსეს. ვდგავარ სნეული ამ ცხოვრებით განაწამები, მარადიული სიყვარულის ცეცხლი მედება, შენ თუ დამტოვებ, შემიწიროს დაე სიკვდილმა, არ მსურს ავადმყოფს მიმკურნალონ სხვისმა ხელებმა. აი დასრულდა ეს წელიწადიც, კვლავ შენზე ფიქრებს ვკინძავ მძივებად, ახლა მტანჯველი დღეების შემდეგ, ვრჩები უკეთეს დღეთა იმედად. მე ვარ ობოლი შენგან შთენილი, და სიყვარული დამედო დამღად, ახლა მომავლის დღეებზე ვფიქრობ, უკვე გარდასულ დღეების ნაცვლად...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი