ისევ შევხვდებით საყვარელო, მაგრამ ვინიცის


ისევ შევხვდებით საყვარელო მაგრამ ვინიცის,
იქნებ იმ გრძნობით აღარ იყოს სავსე თვალები,
შენ ძველებურად გამიღიმებ, როგორც გჩვევია 
მე ძველებურად უძილო და თან ნამთვრალევი.

ნიღბად მოვირგებ, შეგუების ყალბ იერსახეს,
და დაგაჯერებ, რომ კარგად ვარ, ყოფნას ვაგრძელებ,
იმას არასდროს მოგიყვები, თუ შენს ქუჩაზე
დღეს მერამდენედ მოვედი და ღამეს ვათენებ.

მე დაგაჯერებ, რომ არ ვყვარობ ახლა შენ თითებს, 
და დავიფიცებ, რომ ლექსებსაც შენზე აღარ ვწერ, 
უკან დროში, რომ დამაბრუნონ, ღმერთს გეფიცები, 
მაინც შენს თვალებს შევიყვარებ თუნდაც ათასჯერ. 

მაინც შენ ხელებს ამოვარჩევ ჩემს გასათბობად, 
თუნდაც ვიცოდე ეგ ხელები ბოლოს მომიღებს, 
ჩვენ შეიძლება ერთმანეთი გადაგვავიწყდეს, 
მაგრამ ქუჩები გვიმახსოვრებს მხოლოდ მომღიმრებს. 

ისევ შევხვდებით საყვარელო, წლები გავა და,
დაიმახსოვრებს ამ შეხვედრას ღამის თბილისი, 
ისევ შევხვდებით ჩვენს ქუჩაზე და ალბათ ასე, 
მე ძველებურად მეყვარები, შენ კი ვინიცის...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი