დრო როგორ გავიყოთ ძვირფასო
დრო როგორ გავიყოთ ძვირფასო? როდესაც დრომ თავად გაგვყო და, ცოლადაც შემერთე, ვინ იცის, ოღონდაც ცოტა რომ დაგვცლოდა. მიყვარდი, მაგრამ რომ მყოლოდი, ამისთვის დროება არ გთმობდა, გემო, იმ ლაჟვარდა ტუჩების, ერთბაშად მკლავდა და მატკბობდა. მითხარი, როგორღა გავექცე? შენს თვალებს, სუფთას და უმწიკვლოს, როდესაც დაგკარგე, მერეღა, მივხვდი, რომ გაკლებდი უწინ დროს. მერეღა, მივხვდი რომ მერჩივნე სამყაროს და იყო გვიანი, შენ წახველ, მე დავრჩი და შემდეგ დღეებიც ვერ იყო მზიანი. ბედთან ნუ წუწუნებ ძვირფასო, ორივეს გრძნობა რომ გაძარცვეს, მე და შენ კიარა, ამქვეყნად მოსული ღმერთიც კი ჯვარს აცვეს. ვერიტანს სიყვარულს ეს ხალხი, ან უფრო სამყარო ვერ გვიტანს, გვიწუნებს ეს ხალხი ჩვენს ცოდვებს, და მაინც ბავშურად ვეტრფით მას მიყვარხარ ძვირფასო, თუკი რამ, ვიცოდე ეს ვიცი ნამდვილად, როგორ ვთქვა, ის ღამე, ის კოცნა, როგორ ვთქვა სიცოცხლედ არ ღირდა. მიყვარხარ და ჩემი ხელები, დღეს მხოლოდ შენს ხელებს უცდიან, ბოდიში ძვირფასო, ვიცი რომ, სიყვარულს ასე არ უხსნიან. ვიცი რომ შევხვდებით ოდესღაც, ოღონდაც უცხონი ვიქნებით, მე სულ მეყვარები ძვირფასო, ბოლო ჩასუნთქვამდე გპირდები...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი