წამო, გავექცეთ ამ უკუღმართ სამყაროს წყვდიადს
წამო გავექცეთ ამ უკუღმართ სამყაროს წყვდიადს, სადაც მზეები დიდიხნისწინ ჩააქრო ხალხმა, წამო ცხოვრების ფეხაკრეფით მივყვეთ ლიანდაგს, სადაც წლების წინ გაიარა მრავალმა მგზავრმა ანუ არავართ პირველები და არც ბოლონი, მრავალ სიყვარულს ბედისწერა მახვილს ჩაასობს, ჩვენ ერთმანეთი დავკარგეთ და ვგავარ ფაბულას, ან თეთრ ფურცელზე ქვეშმიწერით ორჯერ განაყოფს. ზიხარ, ეწევი, აღარც ფიქრობ, აღარც ნატრულობ, ისიც არიცი ესე ყოფნა თუ რას მოგიტანს, ამოიკეტევ შენს ოთახში თავს და სამყაროც, როგორც კეთროვანს, მოგიცილებს ბოლო მოჰიკანს. მოასკდებიან შენს აივანს ჩემზე ფიქრები, წამით გაქრება სიამაყე შენი სრულობის, თავს ვერ დავაღწევთ, ჩვენ ორივეს ბოლოს მოგვიღებს სულის შიგნიდან, ჟამი ჩვენი მარტოსულობის
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი