ღმერთო მაღალო დამიფარე
ღმერთო მაღალო დამიფარე ღმერთო დამიცავ, თორემ ეს წლები მიმატებენ ურწმუნოებას, ღმერთო ნურასდროს ნუ დამტოვებ თორემ იცოდე, ხალხი ათეისტს დამარქმევს და მეც ამ წოდებას. უფრო მოვიხდენ ვიდრე იმას, შენ რომ გიმხელდე, ჩემი ცოდვების შედეგებს და მიზეზს ვერ ვიტან, ღმერთო ვიცი რომ გამომიწვდი ხელებს ამ ღამეს და უსათუოდ ამომათრევ ამ ქვესკნელიდან. სადაც ყველაფერს შავი ფერი სდის და ბატონობს, ურწმუნოება, მეც ამ რწმენის მიჭირს ატანა, ღმერთო ლოცვები შემასწავლე, მერე ვილოცო თორემ ნელნელა ჩემს გონებას იპყრობს სატანა. ღმერთო ყველაფერს მოგიყვები ოღონდ გიპოვო, შენ იცი ჩემი სიყვარულიც, შურიც, წყენებიც შემომერია გულცივობა, და ახლა ასე როგორც ლერწმის ზღვა, ჩემს თვალებში დაშრნენ ცრემლებიც. ახლა იმდენი ტკივილია ჩემში, არვიცი თუ სხვა გრძნობები ჩემს სხეულში სად დავატიო, ღმერთო ცოდვებით სავსე ვარ და იმას გთხოვ ახლა, გემუდარები ყველაფერი არ მაპატიო. ხალხმა რაც უნდა ის დამარქვას, თუნდაც ურწმუნო, შენ უკეთ იცი ჩემი გულის ჩუმი ვედრება, სადაც დავანთე სიყვარულის დიდი კოცონი, რომელიც სანამ სული მიდგას, მანამ ენთება.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი