თენდება დილა
თენდება დილა, ღამდება ისევ, გონებას მოსულ ბინდივით იპყრობ, მაშინ როდესაც მე შენზე, შენ კი, ყოველდღე ახალ ვინმეზე ფიქრობ. მაშინ როდესაც, კედლის საათზე, ჩუმად იკლავენ თავებს წამები, შენ სულ სხვა კაცის მკლავზე იძინებ, არც გახსოვარ და არც გენატრები. მე კი ყოველდღე, იმ ჩვენს ქუჩებში, ისევ ვსეირნობ, შენ რომ მოგაგნო, მე სულ მახსოვხარ, შენ კი აქა იქ, თუ გამიხსენებ ალბათ დრო და დრო. მომნატრებია შენი სიფიცხეც, შენი თვალების მრისხანე ღელვა, მტკივა სიტყვები რაც კი მითქვია, და უფრო მეტად, რაც უნდა მეთქვა. ბედს არ ვემდური, იქნებ ასე სჯობს, შენს გულში სულ სხვამ დაიდოს ბინა, შენ აქ ბედნიერ ცხოვრებას იწყებ, მე კი აქედან გაფრენა მინდა. შენთან დღეები, მისი სიგიჟით, ჰგავდა ოცნებას, ახდენას სიზმრის, შენ მე და მე შენ, როგორც მიყვარდი რა დაავიწყებს მითხარი თბილისს? სხვას ვერ შევიყვარებ, ეს არ შემიძლია, შენს თავს ვერაფერი მართმევს, რავქნა, ასეთია ალბათ სიყვარული, შეუძლებელია გაქრეს. როგორც შენ გინდა ისე იცხოვრე, ცრემლებს ხელებით, თვალშივე ვიშრობ, მაშინ როდესაც მე შენზე, შენ კი, ყოველდღე ახალ ვინმეზე ფიქრობ...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი