გული ფეთქავს
გული მწუხარე ფეთქავს მდუმარედ, გული მდუმარე ფეთქავს მორცხვად, თითქოს და აწუხებს — ვერ ხსნის ამ მარწუხებს, რაღაც ადუმებს, რაღაც ხელს უშლის. გული სიყვარულით ფეთქავს მხურვალედ, გული მხურვალე ფეთქავს უმალვე, თითქოს და დაფრინავს, ზეცას თვალს ავლებს — უწინ ის წუხილი არც კი ანაღვლებს. გული ბებერი ფეთქავს ბავშვივით, გული ხომ არის უბერებელი — ათას ჭირ-ვარამ გამოვლილს მუდამ ემახსოვრება განვლილი წლები, და მაინც ერთი დავტიოთ გულში: ერთით ფეთქავდეს მხოლოდ ეს გული. და თუ კი გაჩნდება კითხვა იმ ერთზე — სახელად ჰქვია მას სიყვარული.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი