ლუკა კუხიანიძის ფილოსოფიური ნაშრომი სიყვარულისა და შენარჩუნების ურთიერთქმედებაზე


ლუკა კუხიანიძის  ნაშრომი, ფილოსოფიური, სიყვარულისა და შენარჩუნების ურთიერთქმედებაზე.

გამოქვეყნებული 2017 წლის 5 სექტემბერს

გარდა იმ აზრებისა, რომელსაც ახალგაზრდა კასტა უკავშირებს სიყვარულს, ჩვენ უნდა შევიქმნათ გარკვეული ცნობიერება ერთ გარემოებაზე: არის თუ არა სიყვარული მოქმედება, რომელსაც ჩვენ მხოლობითად მივმართავთ? აქვე მე ვანვავითარებ განმარტებას მხოლობითობის ასახსნელად. მხოლობითად, ნიშნავს, რომ თუ ჩვენ გაგვაჩნია გარკვეული კავშირი რაღაც ობიექტის ან სუბიექტის მიმართ სიყვარულის გზით, არის თუ არა სიყვარული თავის თავში ცარიელი, გააჩნია თუ არა მას რაიმე ისეთი მოქმედება, რომელიც მას აღემატება? მაგალითად, როცა  მივმართავთ სიძულვილს, ხანდახან მივმართავთ აგრესიასაც, რომელიც სიძულვილს კი არ აღემეტება, არამედ სიძულვილის ქვემოთ დგას და არის სიძულვილის გამოხატულება, ესე იგი, აგრესია ჩნდება არა თავისთავად, არამედ სიძულვილის გამო, სიძულვილის ქვემდებარედ. 

სიყვარულის უნიკალურობა მდგომარეობს ამ აზრის შემდეგში: თუ ჩვენ მივმართავთ სიყვარულს, როგორც ხდომილებას, ჩვენ მივმართავთ პროცესს, მოქმედების გაცილებით უფრო აქტიურ ხასიათს, რომელსაც ზეპისიტყვიერად, ვერბალურად, ჩვენ ვუწოდებთ სიყვარულის შენარჩუნებას. 

შემდეგ აბზაცში განვავითარებ ასეთ სურათს: თუ თქვენ მიდიხართ ქუჩაში, ასე, მაგალითად, გაიარეთ მიწისქვეშა გადასასვლელი და კედელზე შენიშნეთ რამე გრავირება, ან ნახატი, თქვენ უკვე გიყვართ ის, ამ ფაქტის ახსნა ხდება შემჩნევიდან, გამორჩევიდან. შემდეგ თქვენ გადადიხართ სიყვარულის შენარჩუნების ხდომილებაში, რომელიც ხდება გრძნობის ლიკვიდაციის ხარჯზე და გადადის გონების ზონაში. შემდეგ თქვენ ვერ ინარჩუნებთ ამ გრძნობას და, თუ ოდესმე გკითხავენ, მოგწონთ თუ არა ეს გრაფიტი, გრავირება, ნახატი, შესაძლოა, თქვათ, რომ მოგწონთ, ეს მოქმედება აიხსნება იმით, რომ გრძნობას აქვს სასაფლაო. მაგრამ, ცხადზე უცხადესია, რომ ასი მეტრის გავლის შემდეგ, როდესაც თქვენ ნახატს აღარ ხედავთ, აღარ გახსოვთ. ჩვენ ვსაუბრობთ თითქმის, არასრულ სამ წამზე.


რას ნიშნავს, რომ გრძნობას აქვს სასაფლაო?


 იმას, რომ თქვენ ნაგრძნობი არასოდეს დაგავიწყდებათ, ხოლო ნაფიქრი ყოველთვის.  ფიქრის აღდგენა ხდება მხოლოდ გრძნობის არსებობის შემთხვევაში.  გახსოვთ, რომ ცუდად მოგექცნენ და იმ არსებული პრაქტიკით, რომელიც ადამიანებს შორის ხდება, თქვენ ავსებთ სურათს. თუ ჩვენ გამოვიგონებთ ირალურ სამყაროს, სადაც ორ ადამიანს ვალაპარაკებთ ისე, რომ მათ არ ექნებათ არანაირი გრძნობითი უნარი, მათ დაამახსოვრდებათ არაფერი. უფრო იოლად, გთავაზობთ წარმოდგენის ასეთ გზას: თუ თქვენ გეუბნებიან რომ კარგად გამოიყურებით, თქვენ გამახსოვრდებათ კარგი გრძნობა, რომელიც იგრძენით ამის მოსმენისას, მაგრამ არა ის, თუ რა გითხრეს. თუ ასე იქნებოდა, თქვენ აუცილებლად მოითხოვდით დასაბუთებას, თუ რას ნიშნავს ეს ქათინაური იმ პიროვნების აზრით და კონკრეტულად რა ნაწილში გამოიყურებით კარგად. სწორედ იმიტომ არ იქცევით ასე, რომ ფიქრის დიდი ნაწილი გრძნობამ შევასო. ასეთ ადამიანებს პრაქტიკაშიც შეხვდებით და ამის ახსნა სწორედ იმით არის შესაძლებელი, რომ მათ განუვითარებელი ან დაჩლუნგებული აქვთ გრძნობის ეს ზონა. მაგალითად, თუ ცნობილ სახეს ეუბნებით, რომელსაც იგივე ქათინაური მიღებული აქვს ათი ათასობით, მას არ დაამახსოვრდებით ამით. შესაძლოა, თქვენ დაამახსოვრდეთ სწორედ იმით, რომ ამის საპირისპიროს იტყვით. რატომ? მარტივი ახსნა ამისა მდგომარეობს ორ სიტყვიან მნიშვნელობაში, რომ ეს არის განსხვავებული ხმა. ისევე, როგორც ყოველი გრძნობა, რომელსაც ვგრძნობთ, არ არის რელევანტური. შესაძლოა განვიცადოთ ტკვილის გრძნობა, მაგრამ არა ერთნაირი. თუმცა ერთნაირი აზრის შემთხვევაში, ჩვენ ვერ გაგვიჩნდება გრძნობა. ანუ, გრძნობით ჩვენ შეგვიძლია შევიდეთ აზრში, მაგრამ აზრი, რომელიც ათი ათასჯერ გვაქვს მოსმენილი, გრძნობას ვერ ბადებს, სწორედ იმიტომ, რომ დაჩლუნგებულია. 


ვანვითარებთ მეორე სურათს, სუბიექტთან მიმართებით. თუ თქვენ მოხვდით თქვენს სამეგობრო წრეში, სადაც თქვენ შენიშნეთ ახალი პიროვნება, ხელის ჩამორთმევიდან სახელების გაცვლამდე თქვენ გადიხართ სიყვარულის შენარჩუნების გზასაც. თქვენ იგი გიყვარდებათ, შემდეგ იწყებთ ამ სიყვარულის შენარჩუნებას და ბოლოს კარგავთ სიყვარულს. მაგრამ აზრი, რომ შეიძლებოდა მოგწონდებოდათ, მაგრამ არ მოგეწონათ, თქვენში განაგრძობს სიცოცხლეს და ამის ვერბალიზაცია, აღდეგენა და ვინმესთვის გაზიარება შეგიძლიათ, რამდენადაც ამას აკეთებთ კიდეც. ეს მაშინ, როდესაც თქვენ ჯერ გაგიცნიათ რამდენიმე ათეული ადამიანი და ეს გარემოება თუ არ არის, თქმა არ უნდა, ხშირი.
სიყვარული ბადებს შენარჩუნების პროცესს(ჯერ, როგორც აქტს, შემდეგ, როგორც ხდომილებას, შემდეგ, როგორც უნარს), რომელი პროცესიც ბატონობს სიყვარულზე იმის გამო, რომ ამ აქტს გრძნობა გადააქვს აზრში — ასეთი პროცესი, არის რამდენადაც აზრი, იმდენადვე გრძნობა, - მას გააჩნია ორი ხასიათი, ეს არის შუალედური გრძნობა, რომელიც აკავშირებს. აზრებმა არ იციან გრძნობები და ისინი ზემოქმედებენ გრძნობებზე. ამიტომ ხდება, რომ სიყვარულის დაკარგვის შემდეგ ჩვენ გვიბრუნდება სიყვარულის დაბრუნების სურვილი. 


ამავე ფილოსოფიაზე შეგვიძლია ავაშენოთ სიყვარულის ერთი უცნაური გარემოება. ჩემი ცხოვრებისგზაზე და იმ გამოცდილებზე, რომელიც სხვადასხვა ადამიანებისგან დამიგროვრვდა, — იქნებოდა ეს მონათხრობი, თუ უშუალო პროცესში მონაწილეობა, — მე შემინიშნავს, რომ ყოველ ამ ადამიანს გაუვლია ერთი გარემობა. გარემოება, რომელიც არის გეჩვენებოდეს იდელურად ადამიანი იმ მოქმდებაში, რომელსაც ყველა ადამიანი აკეთებს, მაგრამ თავად ფიქრობ, რომ ამას მხოლოდ ის აკეთებს, მხოლოდ ის ფიქრობს ასე. ეს ხდება სწორედ შენარჩუნების პროცესში, გნებავთ პროცესიაში, როდესაც თქვენ ხელოვნურად ზრდით შენარჩუნების მიზეზს იმის გამო, რომ გრძნობა ვერ განიცდის ლიკვიდაციას, მიუხედავად აშკარა აზრების სიმცირისა, ანუ შენარჩუნების აქტის სისუსტისა, ესე იგი, მიუხედავად ყველაფრისა, სიყვარული მაინც არსებობს. მაშასადამე, თუ თქვენ ინარჩუნებთ სიყვარულს, თქვენ ამას აკეთებთ ხელოვნურად, ფიქრის გზით, რომელიც არც ისე ჩუმია, როგორც ჩვენ შეიძლება ეს ერთჯერადი მიდგომით გავიაზროთ. ანუ თქვენ შეგიყვარდათ, შემდეგ შეხვედით შენარჩუნების ხდომილებაში, მაგრამ შენარჩუნების ხდომილებამ არ დაამარცხა გრძნობა, ასეთ დროს თქვენ ხელოვნურად ზრდით აზრებს იმის გამო, რომ გრძნობა არსეობს და ვერ კვდება. ამრიგად, ჩვენ ვამბობთ, რომ ურთიერთქმედება სიყვარულისა და შენარჩუნების, თუმცა ისინი ერთმანეთს ეთამაშებიან სწორედ პრიორიტეტის ძალით, მაგრამ რამდენადაც ერთი შეიძლება იყოს მეტი მეორეზე, ასევე არის შესაძლებელი ეს მოხდეს პირიქით. თქვენ კი მხოლოდ ამის გამართლებას იგონებთ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

1 კომენტარი
ლაშა ბაქრაძე5 წლის წინ

უთარგმნიათ ეს მშვენიერი ნაშრომი, soooo god!

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი