მშობლებს


დედა, მამა დამეხმარეთ,
რა ვუშველო გასაჭირს,
ერთი სიტყვა გამაგონეთ
მე კარგად ვარ, რა მიჭირს

დედა, მამა დამეხმარეთ
მოჩანს ბოლო ნაპირის,
იმ ნაპირზე აღარ დგახართ,
მე კარგად ვარ, რა მიჭირს

დედა, მამა დამეხმარეთ,
რომ დაგვტოვეთ ობლები,
მე რა მიჭირს, კარგად ვარ…
მომენატრა მშობლები.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი