Warning: session_start(): open(/var/lib/php/sessions/sess_pcrurgn74b8kfa3g16vbpu7pni, O_RDWR) failed: No space left on device (28) in /var/www/html/poetry.ge/src/App/Session.php on line 133

Warning: session_start(): Failed to read session data: files (path: /var/lib/php/sessions) in /var/www/html/poetry.ge/src/App/Session.php on line 133
ტალღების ტირილი - ლუკა გურული | პოეზია

ტალღების ტირილი


და… იმ მოყინულ ცრემლებს,
ზამთარში რომ კიოდა,
ვგრძნობდი ღელვის სიახლოვეს
და ტალღები ტიროდა

და მის ფერმკრთალ ლურჯ თვალებს,
რა ეტყობა სევდის,
მისი ლურჯი ტუჩები
სიმარტოვეს ებრძვის

სკდება მისი ტუჩის ქვედა,
და სევდა, რომ სდიოდა
ვგრძნობდი თავად გულის ცემას
და ტალღებიც ტიროდა

ტალღაც ტირის, ვინ ატირა?
თოლიაც არ გამოჩნდა,
მე ზამთარი მეგონა და
სიმარტოვე აღმოჩნდა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი