იაბო
ბახმაროს მთიდან დაქანებული ცხენს მივაჭენებ -აჩუუ იაბო. ნალის კაკუნი არ მომიშალო, ღმერთო ამას გთხოვ, შენ დამიფარო. დავეშებულმა ჩანჩქერს თავი კრა, ზმანებამ დასცა, დედა ანახა. გულში ჩაიკრა, სადღაც გაჰქანდნენ თავზე აკოცა და აბალახა. ნუ მაწყენ ცხენო, ადექ, ქარმა კვრა შენს თმებს და სულო აფრინდი ფრთები გაშალე. შენთვის ვლოცულობ, თუ გადარჩები, რამე მანიშნე, ღმერთო, მახარე. ალბათ ეგრეა, იქაც სჭირდებათ დედებს შვილები. ეს ისტორია მამამ მიამბო. “ასე დაიწყო ბახმაროს მთიდან დაქანებული ცხენს მივაჭენებ -აჩუ იაბო.”
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი