ხელები


შენი ხელები… ო, ეს ხელები. 
ცოდვილნი, მაგრამ მიყვარს ეგ ცოდვა. 
შენი ხელები და ზედ ხალები. 
მათი ნატვრა და ძილისწინ ლოცვა. 
მე მელანდება შუქზე და ღამეს. 
მე მესიზმრება მძინავს თუ მღვიძავს. 
შენი ხელები როცა მეხება,
სადღაც ქვიშაში, მის ფსკერზე მძირავს. 
შენი ხელები… ო, ეს ხელები
გრაციოზული მდორე თითები. 
სულ მირჩევნიხარ, ვიტოვებ ნატვრას, 
ხელში გეჭიროს მუდამ ტიტები.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი