დედაჩემი ვეღარ მათბობს


დედაჩემი აღარ მათბობს,

მივეჩვიე საბანს. 

მე ვიხსენებ ჩემს ბავშვობას,

დედა მირწევს აკვანს. 

მირწევს ქარი, გრიგალი

და სიცოცხლის საკანს 

ვერსად გავექეცი

სიკვდილსა ვცემ თაყვანს. 

დედის ტანზე გახუნებულ

ყვავილების კაბას 

ვუყურებდი მორიდებით

და ვიხსენებ განცდას. 

მის სითბოს და მის ფაჩუჩებს,

მის მუხლებში კატას.  

შუბლზე წვრილი ხალები

და მუხლების დაღლას. 

გავიზარდე, მიმავიწყდი 

ვეგუები გაყრას

დედაჩემი ვეღარ მათბობს, 

მივეჩვიე საბანს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი