ახალი წელი დადგება შენთვის…
ახალი წელი დადგება შენთვის. მოგილოცავენ, არ დაგტოვებენ. მე კი ყინვისგან გაციებული, როგორც ნაგავი გამომტოვებენ. შენ გაჩქუებენ, გაგახარებენ. ღიმილიანი შეხვდები პირველს მე კი ფიქრებში დამათენდება: -მოვაგონდები? ნეტავი ვინმეს… შენ გააგრძელებ ცხოვრებას ლაღად, თუ კი სინდისი აღარც კი გათრობს. სახლში ზიხარ და არ გცივა ალბათ, მე კი ახალ წელს სახეზე მათოვს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი