ყიალი
ჩემთვის ხმაურობს, სიბნელის ბუნდში, ფეხის წვერებზე შენი ყიალი. გთხოვ, გამაღვიძე… ნუ ერიდები. მომისპე ძილი, უშნო წრიალი. შენ კარგად იცი, რომელ ოთახში მძინავს. რომ შენი ნაბიჯი, ხმაურად ისმის. შენ კარგად იცი, იმ ღამეს ვინ ხარ. რომ იქ ვიღაცა მუდმივად გიცდის. შემოამტვრიე, შემოაბიჯე, კარი გააღე შემავლე თვალი. შუბლზე მაკოცე და მომიწექი, იმ ღამით სადღაც ნასვამი, მთვრალი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი