მე მელოდა
დიდხანს იდგა, ქარის მტვერში. თმაგაშლილი მე მელოდა. მე რომ დიდხანს არ გამოვჩნდი, მის ფიქრებში მეხვეოდა. მითხოვდა და ოცნებობდა. მასთან ახლოს ჩამეარა. ის უნდოდა, რომ ჩემს აჩრდილს მის თუჩებთან გაეარა. ან ეკოცნა, ან ემბორა, ჩემით წამით დამთვრალიყო. რომ მივედი სადაც იდგა, მივედი და აღარ იყო. ალბათ თმასაც შეიკრავდა, შალის ნაჭერს მოიხვევდა. ნაწყენი და გაბუტული, უკან არც კი დაიხევდა. მე ვიდექი, სადაც იდგა. მე დავწყევლე ჩემი ბედი. მისი ხილვა ნატვრად მექცა, ავდექი და წამოვედი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი