მასე ნამდვილი მეყვარებოდე


სულაც არ მინდა, რომ შეგადარო,
ზეციურ საგნებს, თუნდაც გვირილებს.
შენზე ის ვწერო -რა ძვირფასი ხარ. 
და რომ მაგონებ მზეს და მის სხივებს. 
სულაც არ მინდა, ცას ვუყურებდე,
სადღაც ღრუბლებში მელანდებოდე. 
რა იქნებოდა ძილის ჟამს მისულს,
მასე ნამდვილი მეყვარებოდე. 
სადაც შენა ხარ და არა მუზა. 
ფურცელზე სიტყვა თავად აგირჩევს. 
ვხედავდე შენში ანთებულ სანთელს,
ვხედავდე შენში პირველ ნაბიჯებს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი